
490.00 ₾ მარაგშია
SI-ის ბეჟი ჩანთა თქვენს ყოველდღიურ სტილს თბილ და ელეგანტურ ელფერს შესძენს. ნატურალური ტყავის რელიეფური ფაქტურა, მკაფიო ხაზები და ოქროსფერი დეტალები ჩანთას დახვეწილ იერს ანიჭებს. ჩანთა დამზადებულია იტალიაში, ნატურალური ტყავისგან. მისი მართკუთხა ფორმა, სახელური და წინა მხარეს განთავსებული შესაკრავი ჩანთის გამორჩეულ დიზაინს უსვამს ხაზს. ბეჟი ფერი ჰარმონიულად ეხამება როგორც ღია, ისე მუქი ფერის სამოსს — ყოველდღიური ჯინსებითა და პერანგებით დაწყებული, კლასიკური კოსტიუმებით დამთავრებული.